პროექტის სახელწოდება :თანხის დაბანდება.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გამოიკვლევენ საქართველოში თანხის დაბანდების პირობებს,გააკეთებენ არჩევანს დააკვირდებიან დაბანდებული თანხის ცვლილებას .
პროექტის აქტუალობა: დღეისათვის საქართველოში არსებობს სხვადასხვა ბანკი,ანაბრის გაკეთებისას მიზანშეწონილია გაკეთდეს გარკვეული გათვლა რომელი მათგანის შემოთავაზებაა უფრო ხელსაყრელი, ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ გარკვეულ გამოცდილებას, ბიზნეს გარემოს გამოკვლევასა შეფასებაში
მიზანი : მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოპოვების; გაანალიზების და სწორი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
პროექტისთვის საჭირო რესურსი : კომპიუტერი, ინტერნეტი,პროგრამები „Excel“ და „Power Point“, პროექტორი,რვეულიდაფანქარი
პროექტის ხანგრძლივობა : 1 თვე.
სამიზნე ჯგუფი : მე–11კლასი,9მოსწავლე.
შედეგი: მოსწავლეები შეადარებენ ბანკში დაბანდებული თანხის და სხვა ბიზნესში დაბანდებისას იგივე თანხის ცვლილების პროცესს, და გააკეთებენ სათანადო დასკვნას გაამართლა თუ არა თანხის დაბანდების მათმა ვერსიამ.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის იდეას და მათთან ერთად დავადგენ შესაბამის აქტივობებს: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში ვირჩევ ლიდერს.
I. ჯგუფი -- მარიამ ლეშკაშელი
II. ჯგუფი -- მიხეილ ქლიბაძე
III. ჯგუფი -- ფიქრია ნემსწვერიძე
კენჭისყრით შერჩეულ ჯგუფს ეძლევა ამოცანა შეისწავლოს სამი ბანკის („ვითიბი“ ბანკის, ბანკ „რესპუბლიკას“, ბანკ „თიბისის“) პირობები ანაბრის გახსნისას, როგორც ლარში ასვე დოლარში და საუკეთესოდ მიჩნეულ ბანკში გახსნას შესაბაბამისი ანაბარი, რისთვისაც მათ ეძლევათ 5000 ლარი.ამის შემდეგ ერთი თვის მანძილზე ყოველდღიურად მოიპოვონ ინფორმაცია ინფლაციის შესახებ, წარმოადგინონ მონაცემები პროგრამა „Excel“-ის გამოყენებით დიაგრამით და ჩამოაყალიბონ დასკვნა, რამდენი პროცენტით გაიზრდება (ან შემცირდება) ანაბარი ამ დროის მანძილზე.
მეორე ჯგუფს ევალება ერთი თვის მანძილზე თვალი ადევნოს ნავთობის ფასის ცვლილებას, წარმოადგინოს მონაცემები პროგრამა „Excel“-ის გამოყენებით დიაგრამით და ჩამოაყალიბონ დასკვნა რამდენი პროცენტით გაიზრდებოდა (ან შემცირდებოდა) თანხა ნავთობში რომ დაებანდებინათ.
მესამე ჯგუფს ევალება ერთი თვის მანძილზე თვალი ადევნოს ძვირფასი ლითონის (ოქროს) ფასის ცვლილებას, წარმოადგინოს მონაცემები პროგრამა „Excel“-ის გამოყენებით დიაგრამით და ჩამოაყალიბონ დასკვნა რამდენი პროცენტით გაიზრდებოდა (ან შემცირდებოდა) თანხა ოქროში რომ დაებანდებინათ.
ერთი თვის შემდეგ თითოეული ჯგუფი ნამუშევარს წარმოადგენს პრეზენტაციით. პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიის საფუძველზე გაირკვევა რა სჯობდა თანხის ნავთობში ან ძვირფას ლითონში დაბანდება თუ ბანკში ანგარიშის გახსნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий