среда, 25 марта 2015 г.

მონაცემების ანალიზი და სტატისტიკა

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

კლასი – 9
მიზანი :შეძლოს ცხრილების შედგენა ჰისტოგრამების აგება კომპიუტერის გამოყენებით და ამ ცხრილების და დიაგრამების მიხედვით დასკვნების გაკეთება
წინარე ცოდნა   :იციან მონაცემთა მოპოვება,დაჯგუფება,ცხრილების შედგენა ინტერვალების მიხედვით,ჰისტოგრამების აგება.
  ინდიკატორი IX.4.3.იყენებს სტატისტიკური შინაარსის და გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად.
 ესგ-ითგათვალისწინებული მისაღწევი შედეგი : მათIX.3.აკეთებს მონაცემთა ანალიზს და აყალიბებს  დასკვნებს
გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.სამოტივაციო კითხვები;(წთ}
1)როგორ მოვიპოვოთ მონაცემები?2) რამდენი სიტყვა შეიძლება იყოს წინადადებაში?3)თქვენი აზრით სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებში წინადადებები იქნება განსხვავებული სიტყვათა რაოდენობა?
 მიზანი: მოსწავლეების განწყობა დაგეგმილ თემაზე სამუშაოდ.
აქტივობა .2 ჯგუფური მუშაობა()
ვყოფთ მოსწავლეებს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ თითო მწერლის ნაწარმოებს ისინი ირჩევენ ერთი და იგივე მოცულობის ტექსტს და ადგენენ მონაცემთა ცხრილს წინადადების სიგრძის მიხედვით9წინადადების სიგრძე მასში შემავალი სიტყვის რაოდენობაა)შემდეგ ადგენენ ინტერვალებს და სიხშირეთა ცხრილს.კომპიუტერში შეაქვთ  მონაცემები და აგებენ ჰისტოგრამებს.(ეს შეიძლება,ფორმატის ქაღალდზე გაკეთდეს წარსადგენად გააკრან კედელზე)
აქტივობა . 3.პრეზენტაია()
 პროექტორის საშუალებით გააკეთებენ პრეზენტაციას. წარადგენენ თითოეული ტექსტიდან მოპოვებული მონაცემებით აგებულ დიაგრამებს და
აქტივობა. 4. დისკუსია()
მიზანი:გაკვეთილის შეჯამება.
მოსწავლეები დაუბრუნდებიან გაკვეთილის დაწყებისას დასმულ კითხვებს, ისაუბრებენ წინადადების სიგრძის შესახებ და აგებულებაზე. დღევანდელი გაკვეთილიდან  გააკეთონ დასკვნას, თუ რა კავშირია მათემატიკასა და ქართულ ლიტერატურას შორის და როგორ გამოვიყენოთ ისტ–ი.  დიაგრამების მეშვეობით ისაუბრებენ მწერლის სტილზე,ტექსტის აღქმის სიმარტივეზე და სხვა ფაქრზე.
მასწავლებელი თავის მხრივ აჯამებს გაკვეთილს კომენტარებით აფასებს მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან კარგი აქტიურობით.
 საშინაო დავალება:ვეფხვაძე,გოგიშვილი IX კლ.  №13 16–19
რესურსები:
  • მოსწავლის სახელმძღვანელო - მათემატიკა IX კლასი,გოგიშვილი, ვეფხვაძე
  • ქართველი მწერალთა 3 პროზაული ნაწარმოები:1.კონსტანტინე გამსახურდია–მთვარის მოტაცება გვ.160
  • 2.მიხეილ ჯავახიშვილი–არსენა მარაბდელი გვ.401.3გურამ რჩეულიშვილმუნჯი ახმედა და სიცოცხლე მე–ე კლ სახელმძღვანელო გვ.276
  • კომპიუტერი,პროექტორი,ჩიპი.
  • 1.გონებრივი იერიში;
  • 2.ჯგუფური მუშაობა;
  • 4.პრეზენტაცია;
  • 3.დისკუსია;

შეფასების რუბრიკა
შეფასების სხემა ჩართულობაში
კრიტერიუმები1–45–78–10
დისკუსიაში
მონაწილეობ
არ მონაწილეობს დისკუსიაში ან ვერ ახერხებს საკუათრი აზრების გასაგებად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, ვერ ფლობს ან ცუდად ფლობს ტერმინოლოგიასაქტიურობს, გამოთქვამს მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ასაბუთებს მათ, ზობჯერ ვერ იცავს დისკუსიის წესებს, კარგად ვერ ფლობს მათემატიკურ ენას
 
ყოველთვის მონაწილებოს დისკუსიაში, აზრებს გამოთქვამს მკაფიოდ, გასაგებად და უმეტეს შემთხვევაში დასაბუთებულად, პატივს სცემს სხვის აზრს, ფლობს ტერმინოლოგიას
ჯგუფებში
მუშაობა
ვერ ან არ მუშაობს ჯგუფთან, ცუდად თანამშრომლობს, უჭირს მათი აზრის გაზიარებაუმეტესწილად თანამშრომლობს ჯგუფთანთან და ახერხებს მისთვის საკუთარი შეხედულების ახსნა-დასაბუთებას; ეხმარება, მაგრამ ხანდახან ვერ იცავს ტაქტს
 
ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. საჭიროებისას ტაქტიანად ეხმარება ჯგუფს
პრეზენტაცია ვერ ან გადმოსცემს მასალის შინაარსს ნაწილობრივადგადმოსცემს მასალის შინაარსს საფუძვლიანად,მცირეოდენი  ხარვეზებით.ზუსტად გადმოცცემს შინაარსს
ცოდნა დაუნარები უმეტეს შემთხვევაში უჭირს მასალის ღრმა წვდომა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დავალებას ვერ ასრულებს ბოლომდეუმეტესად წვდება თემის არსს, მაგრამ ყოველთვის ვერ განაზოგადებს მას, ზოგჯერ ვერ იყენებს პრაქტიკაში, ხანდახან ვერ ახერხებს საბოლოო შედეგამდე მისვლას
 
ყოველთვის გააზრებული აქვს თემის არსი და ნიუანსები, წარმატებით წარმატებით ახდენს მის ტრანსფორმაციას სხვადასხვა შემთხვევებისთვი და ყოველთვის მიდის სასურველ შედეგამდე

Комментариев нет:

Отправить комментарий