გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
კლასი – 10
მიზანი: დაკვირვების,ანალიზის, დასკვნის გამოტანის,აღწერის უნარის ფორმულირება. კომუნიკაციის უნარის განვითარება, უკუპროპორციულობის თვისებების გამოყენებით შეძლებენ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას და გააზრებას.
მისაღწევი შედეგი: სტანდარტი მათ.x.6. მოსწავლე იკვლევს ფუნქციის თვისებებს და იყენებს მათ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების შესასწავლად.
- სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღმწერი ფუნქციისათვის,მათ შორის რეალურ ვითარებაში ასახელებს ფუნქციის ტიპს. უკუპროპორციულობის ფუნქციის გამოსახვის ხერხებისგან დამოუკიდებლად.
- სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღმწერი ფუნქციისათვის, მათ შორის რეალურ ვითარებაში პოულობს ფუნქციის ნულებს, ფუნქციის ექსტრემუმის წერტილებს, ზრდადობას, კლებადობას,ახდენს ამ ამოცანების ინტერპრეტაციას რეალური ვითარების კონტექსტში.
- ცვლის ფუნქციის პარამეტრებსა და ახდენს ამ ცვლილებების შედეგების ინტერპრეტირებას იმ პროცესების კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება.
გაკვეთილის მსვლელობა:
მოთელვა- 2 წუთი.შეავსეთ კროსვორდი - მინიშნებულ სვეტში მიიღეთ მათემატიკოსის გვარი, რომლის სახელსაც ატარებს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.
1. კვადრატული განტოლების ამოსახსნელ ფორმულაში Ð ასოთი აღნიშნულ გამოსახულებას ეწოდება... . . .
2. მათემატიკოსი, რომელის სახელსაც ატარებს თეორემა კვადრატული განტოლების ჯამისა და ნამრავლის შესახებ.
3. ერთი წერტილიდან გამოსული 2 სხივით შემოსაზღვრული სიბრტყის ნაწილი ამ სხივებთან არის. . .
4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში Χ ღერძს ეწოდება. . .
5. კვადრატული ფუნქციის გრაფიკია. . .
6. მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში Υ ღერძს ეწოდება. . .
7. წრფივი ფუნქციის გრაფიკია. . .
საშინაო დავალების შემოწმება - 3 წუთი
საშინაო დავალებად მიცემული ჰქონდათ მოსწავლეებს შემდეგი მაგალითები:
მათემატიკის მაგალითების ამოხსნა- 10 წუთი
აქტივობის გაფართოება-გაღრმავების მიზნით შეიძლება განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:
მოთელვა- 2 წუთი.შეავსეთ კროსვორდი - მინიშნებულ სვეტში მიიღეთ მათემატიკოსის გვარი, რომლის სახელსაც ატარებს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა.
1. კვადრატული განტოლების ამოსახსნელ ფორმულაში Ð ასოთი აღნიშნულ გამოსახულებას ეწოდება... . . .
2. მათემატიკოსი, რომელის სახელსაც ატარებს თეორემა კვადრატული განტოლების ჯამისა და ნამრავლის შესახებ.
3. ერთი წერტილიდან გამოსული 2 სხივით შემოსაზღვრული სიბრტყის ნაწილი ამ სხივებთან არის. . .
4. მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში Χ ღერძს ეწოდება. . .
5. კვადრატული ფუნქციის გრაფიკია. . .
6. მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში Υ ღერძს ეწოდება. . .
7. წრფივი ფუნქციის გრაფიკია. . .
საშინაო დავალების შემოწმება - 3 წუთი
საშინაო დავალებად მიცემული ჰქონდათ მოსწავლეებს შემდეგი მაგალითები:
- შემდეგი წრფივი ფუნქციებიდან რომელია ზრდადი და რომელია კლებადი y=8x-5, y=3x+10, y=49x-100, y=x+1, y=1-x;
- ააგეთ გრაფიკი y=-9x, y=1,5x
- y=5x-25 ფორმულით მოცემული ფუნქცია რომელ წერტილში კვეთს ორდინატთა ღერძს.
ინდივიდუალური მუშაობა - 10 წუთი.
მათემატიკის მაგალითების ამოხსნა- 10 წუთი
აქტივობის გაფართოება-გაღრმავების მიზნით შეიძლება განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:
- ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყოო.
- 100 ლარად შესაძენი თაფლის მასა დამოკიდებულია თაფლის ფასზე. რამდენჯერაც მეტია ეს ფასი, იმდენჯერ ნაკლებია შესაძენი თაფლის მასა.
- ააგეთ Y=15:x და y=-7,5:x ფუნქციის გრაფიკი.
გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა - 3 წუთი ამ გაკვეთილში აქცენტირებულია ფუნქციის გრაფიკის მეშვეობით მისი თვისებების დადგენა. გრაფიკის "წაკითხვის" უნარის გამომუშავება. ამ თვისებების გამომუშავება პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას, სავარჯიშოებში ყურადღება ეთმობა სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმწერი ფუნქციის ტიპის დადგენას, რაც მნისჰვნელოვანია პრაქტიკული ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნისას. საშინაო დავალებად: N:4, 5, 6, 8, 10.
რესურსები:
- კროსვორდი. y=k/xფუნქციის გრაფიკი, როცა k>0 და k<0.
- სახელმძღვანელო, კალამი, ფანქრები, თაბახის ფურცლები, მიზნობრივი თვალსაჩინო მასალები, ტაბულა-მართკუთხა პარალილეპიპედი, სახაზავი.
საკლასო მუშაობის შეფასების რუბრიკა
კომპონენტები | დაბალი 1-2 | საშუალოზე დაბალი 3-4 | საშუალო 5-6 | საშუალოზე მაღალი 7-8 | მაღალი 9-10 |
კავშირები და მიმართებები შექმნილ სურათებსა და ფორმატებს შორის | საერთოდ ვერ ამყარებს კავშირს შექმნილ ნახაზსა და ასოით აღნიშნულ და ჩაწერილ გამოსახულებებს შორის | ამოიცნობს ზოგიერთი ნახაზების ფორმულასთან კავშირს და მიმართებებს | ცდილობს აღწეროს კავშირი სხვადასხვა შემთხვევაში შექმნილ ნახაზებსა და ფორმატებს შორის | შეუძლია ვარაუდის გამოთქმა, ალტერნატიული გზის მოძებნით. | აღწერს და იყენებს კავშირს ნახაზის მიხედვით შექმნილი ამოცანის ამოხსნის დროს. |
პრობლემის გააზრება და მოდელირება | დამოუკიდებლად ვერ ახერხებს პრობლემის მათემატიკურ ენაზე ფორმულირებას | უჭირს ამოცანაში აღწერილი სიტუაციის სქემატურად გამოსახვა | აყალიბებს პრობლემას მათემატიკურ ენაზე | დამოუკიდებლად სქემატურად გამოსახავს ამოცანაში აღწერილ სიტუაციას | პრობლემას ყოფს საფეხურებად. გამოყოფს და აღწერს მოდელირების ეტაპებს, მიმოიხილავს სხვა შესაძლო სტრატეგიებს და მსჯელობს მათ ეფექტურობაზე |
ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით | ვერ იღებს ამონახსნს | არასწორად ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას | ცდილობს ამონახსნის ინტერპრეტაციას, მაგრამ არ არის სრულყოფილი | ხარვეზებით ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას | სწორად ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებიტ |
ამოცანების ამოხნსა, ამოცანების ამოხსნაში მოცემული პრობლემის გადაჭრა | ვერ პოულობს პრობლემის გადაჭრის რომელიმე გზას. | შეთავაზებული სავარაუდო პასუხებიდან ირჩევს არასწორს და პასუხს არ ასაბუთებს | იწყებს პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბარს, მაგრამ ვერ ასაბუთებს | ირჩევს პრობლემის გადაჭრის გზას, მიყვება მას, მაგრამ ხარვეზებით | პოულობს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას და ასაბუთებს მას. ან ირჩევს სწორ პასუხს და ასაბუთებს სრულყოფილად. |